სააკაშვილის მომხრეები ენმ-ის თავმჯდომარეობიდან ნიკა მელიას გადადგომას ითხოვენ

ნიკა მელია

სააკაშვილის მომხრეები ენმ-ის თავმჯდომარეობიდან ნიკა მელიას გადადგომას ითხოვენ.

ერთ-ერთი მხარდამჭერი, გიორგი ნოზაძე ამბობს, რომ ახლა წასვლა სჯობს. 

„ყოველ დღე უფრო და უფრო მეტი მხარდამჭერი მოგიწოდებს წასვლისკენ, ხომ ხედავ რომ პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდასაჭერების, (შესამჩნევად) საკმაოდ დიდი ნაწილისთვის მიუღებელი ხარ ნიკანორ.

ხომ ხედავთ რომ მხარდასაჭერებზე დედის გინების შერჩენას არც არავინ აპირებს და გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი თან უნდა გაიყოლო.

შეუძლებელია, ვერ იქნება ენმ-ი თქვენი მმართველობის პირობებში ისეთი, სულისკვეთების როგორც ადრე იყო. ამიტომ წახვიდეთ, ჯობია.

ცისკარ, უნდა იცოდე რომ დედი გინების ეს კომენტარი, ყველგან დაგხვდება! ბოდიში მოიხადე და წადი ,მელიასთან ერთად!.“,- წერს გიორგი ნოზაძე. 

ამასთან, გიორგი კაპანაძე ამბობს, რომ კრიზისი თვისით არ მოგვარდება, მთავარია ცვლილებები.

„მთავარ ოპოზიციურ პარტიაში არის კრიზისი. პრობლემა თავისით არ მოგვარდება. კრიზისის დაძლევას სჭირდება კრიზის-მენეჯმენტი.

კრიზისის დასაძლევად აუცილებელია გადაწყვეტილებები. კრიზისის დასაძლევად მნიშვნელოვანია დაშვებული შეცდომების გააზრება და მისი გამოსწორებისაკენ ნაბიჯების გადადგმა. სხვაგვარად კრიზისი უფრო გაღრმავდება და ეს მხოლოდ ოლიგარქიულ რეჟიმს გააძლიერებს. ამიტომ, მთავარი ოპოზიციური პარტიის ინტერესია რომ კრიზისი დასრულდეს სწრაფად. შესაბამისად, რაც მალე დაიწყება ცვლილებების და განახლების პროცესი, რომელიც გარდაუვალია, მით უკეთესი საერთო საქმისათვის.

ლიდერობა მხოლოდ სტატუსი არ არის. ლიდერობა წარუმატებლობის, შეცდომების და მისგან მომდინარე ნეგატიურ შედეგებზე პასუხისმგებლობის აღებაცაა. დრო ცოტაა, საქმე ბევრი“,- წერს გიორგი კაპანაძე.