სააკაშვილის მხრიდან ულტიმატუმი არ არის გასაკვირი - ჭარბი ვიზიტორი პაციენტისთვის არ არის სასურველი - დიმიტრი ხუნდაძე

დიმიტრი ხუნდაძე

"სააკაშვილის მკურნალობის, რა პრინციპი და რა მისამართი უნდა იყოს არჩეული, ეს არის ექიმების დასადგენი იმ ანალიზების საფუძველზე, რაც გაკეთდება კლინიკაში", - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე საუბრისას განაცხადა. 

„მე ვფიქრობ, რაც უფრო ნაკლებს ისაუბრებენ კონკრეტულ ჯანმრთელობის პრობლემებზე პოლიტიკოსები და მეტს ისაუბრებენ ექიმები, პაციენტისთვის იქნება სასარგებლო. ულტიმატუმი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან არ არის გასაკვირი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და თუნდაც, მისი ცილის დეფიციტის შესაძლო დაშვებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ჭარბი ვიზიტორი პაციენტისთვის არ არის სასურველი, ამიტომ დავუჯეროთ ექიმებს“, - განაცხადა ხუნდაძემ.