სააკაშვილი, როგორც ცნობილი დიქტატორი და ჯალათი, ყველა თავის მიმართვაში კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, როგორი შინაარსის მატარებელია - ოპოზიცია და კრებსითი „ნაცმოძრაობა“ დიდწილად, სააკაშვილის მესიჯებითაც იმართებიან - ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი

სააკაშვილი, როგორც ცნობილი დიქტატორი და ჯალათი, ყველა თავის მიმართვაში კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, როგორი შინაარსის მატარებელია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით.

„სააკაშვილი, როგორც ცნობილი დიქტატორი და ჯალათი, ყველა თავის მიმართვაში კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, როგორი შინაარსის მატარებელია. ვიცით, რომ ოპოზიცია და კრებსითი „ნაცმოძრაობა“ დიდწილად, სააკაშვილის მესიჯებითაც იმართებიან და ამ სულისკვეთების ადამიანები არიან. რა თქმა უნდა, ყველა მისი მოწოდება აქ გარკვეულწილად სათანადო პასუხს პოვებს. ანუ, ისინი უფრო და უფრო რადიკალდებიან და დესტრუქციულ ნაბიჯებს დგამენ. მათ არ აკმაყოფილებს არანაირი დისკუსია და დიალოგები. მათთვის მნიშვნელოვანია გადატრიალება, რისი მცდელობაც იყო და საბედნიეროდ, ჩაუვარდათ“, - განაცხადა წილოსანმა.