ასტროლოგიურად იშვიათი მოვლენა ხდება - ზოდიაქოს 4 ნიშანი დიდ ცვლილებებს იგრძნობს
1777061592
„ტაბულას“ რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილების შესახებ წერს.
„სააკაშვილი მორიგ დრამას იწყებს იმ დროს, როცა უკრაინა ომშია და მთელი მსოფლიოს ყურადღება, სამართლიანად, არის უკრაინაზე მიპყრობილი. ამასობაში, ისევ იწყებენ საღი აზრისგან სრულიად დაცლილი სისულელის კულტივირებას:
“ივანიშვილის მთავარი მოწინააღმდეგე ციხეშია, ხოლო გარეთ მყოფებს ლეგიტიმაციის პრობლემა აქვთ”.
ვიფიქრებდი, რომ ამის დამწერი ან ბრიყვია, ან ქართველებს გვთვლის ბრიყვებად, ან ორივე ერთად. მაგრამ მგონი უბრალოდ უსინდისოა.
სააკაშვილი არის ყველა ტელევიზიის დღის წესრიგის მთავარი თემა 9 წელია - მნიშვნელოვანწილად, ხელოვნურად.
ეს აწყობს სააკაშვილს, რომელიც გამწარებული იბრძვის, რომ მისი ერთპიროვნული დომინაციის გარეშე არანაირი ცვლილება არ დაუშვას.
ეს აწყობს ივანიშვილს, რომელიც ორუელიანურად, სააკაშვილს მიიჩნევს მისი გამარჯვების ბილეთად და როგორც უკვე 9 წელია ირკვევა, მისთვის ძალიან სწორად.
სააკაშვილი 5 თვეა ზის ციხეში და თავს მოვიკლავ ქუჩაში თუ არ გამოხვალთ, ციხის კარებს მოგლეჯთ და გამიყვანთო - იძახის! ხალხი ვერ გაყავს! და თურმე სააკაშვილს კი არ აქვს დიდი პრობლემა, ეს ყველაფერი გარეთ მყოფი ოპოზიციის პრობლემა ყოფილა.
მე არ მჯერა, რომ ვინც ამ სისულელეს კულტივირებს, ვერ ხვდება რომ ეს სისულელეა და სააკაშვილსაც ზუსტად ისე აქვს ხალხის გალვანიზაციის პრობლემა, თუ მეტად არა - როგორც დანარჩენ ოპოზიციას.
უბრალოდ, ასეთ ხელოვნურ რეალობებს ქმნიან, რომ პატრონებს ასიამოვნონ და მითები აცოცხლონ“,- წერს ჩერგოლეიშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უვადო შიმშილობას იწყებს, ამის შესახებ სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე განაცხადა.