აბიტურიენტთა საყურადღებოდ! - 2026 წლის აბიტურიენტის ცნობარი განახლდა
1786356322
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, დასავლელი პარტნიორების მაშინდელ პოზიციას იხსენებს. კერძოდ, ანანიძე იშველიებს კონდოლიზა რაისის, მეთიუ ბრაიზასა და ჯონ მაკკეინის განცხადებებს, რომლებიც აფრთხილებდნენ სააკაშვილს, არ აჰყოლოდა რუსეთის პროვოკაციებს.
"კონდოლიზა რაისის, მეთიუ ბრაიზას, მაკ კეინის საჯარო განცხადებებია: სააკაშვილი მკაცრად გავაფრთხილეთ, არ აჰყოლოდა რუსულ პროვოკაციებს და მისი ქმედებები იყო შეცდომა. ესეც ირაკლი კობახიძის ნარატივი იყო?!" - წერს ანანიძე.