სპეცოპერაცია სასაფლაოზე! - ვაკეში, მოკლული ბიზნესმენის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
1742241765
სააკაშვილი პოლიტიკური ლიდერი იყო და დღესაც რჩება, მაგრამ ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებელი გეტყვით, რომ დანაშაული რეალური და უმძიმესია არა მხოლოდ სისხლის სამართლის კონკრეტული კოდექსის მუხლებთან მიმართებით, არამედ ზოგადად, სახელმწიფოსთან მიმართებით და რასაკვირველია, მისი პასუხისმგებლობა გაცილებით დიდია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, აქ საუბარი მხოლოდ პიჯაკების შესყიდვაზე არ არის, აქ ლაპარაკია ადამიანის ქმედებაზე, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ეს ქვეყანა ფეხქვეშ ამოედო და ყველა თავისი მოქმედებით, განცხადებით და კონკრეტული ნაბიჯებით ზუსტად ამას აკეთებდა.
„საზღვარი რომ გადაკვეთა, ერთია, მაგრამ მიზანი კიდევ უფრო მძიმეა, რადგან დანაშაულები იქამდე ხომ ჰქონდა დამტკიცებული, თუნდაც გირგვლიანის თემაზე, რომელმაც საქართველოს ისტორიის გარკვეული მონაკვეთი იმდენად დაამახინჯა, რომ დღევანდელ თაობას მძიმე ტვირთად მოსდევს. ეს არის ადამიანი, რომელიც ადამიანურ შინაარსში, კონსტიტუციურ შინაარსში ბოროტების მატარებელია – მას ხან „მაოხრებელ გზირს“ უწოდებენ, ხან ადამიანს, რომელსაც მორალის არანაირი სტანდარტი არ აქვს. თუნდაც პატრიოტიზმი სხვა რამ ჰგონია. ფიქრობს, რომ საქართველოში თვითონ შემოიტანა კულტურა, როდესაც ქართველები ბრტყელი კუდებით, დიდი ულვაშებით და მუცლებით ცეკვის მეტს არაფერს აკეთებდნენ, სადღეგრძელოებს სვამდნენ, ღვინოს ისხამდნენ კისერში, სანამ ის არ მოვიდა. მას ისეთი შეგნება აქვს, რომ აღმოსავლეთის ჯორჯ ვაშინგტონია. თავად ასეთ განცხადებებს აკეთებს და ამ ფსიქიკის ადამიანი ისეთ დანაშაულებს უშვებს, რომელიც სახიფათოა ქვეყნისთვის, ახალგაზრდობისთვის, მისი მხარდამჭერებისთვის. თქვენ წარმოიდგინეთ, გუბაზ სანიკიძისთვისაც“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიესაჯა, განაჩენთა ერთობლიობით კი სასჯელის ვადად 12 წელი და ექვსი თვე განესაზღვრა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2021 წლის პირველ ოქტომბერს დააკავა.
ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 მარტს დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.