რუსთავში, ახალგაზრდობის პარკში, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, „მუსიკალური საღამო“ გაიმართა

რეკლამა

პრემიერის ინიციატივითა და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, რუსთავში, ახალგაზრდობის პარკში, „მუსიკალური საღამოს“  ფარგლებში, ღონისძიებები გაიმართა.

პარკის ტერიტრიაზე მოწყობილ სივრცეებში, სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები მოეწყო, გაიმართა ადგილობრვი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, საღამო კი  ქართველი შემსრულებლების  კონცერტით დასრულდა.

ღონისძიებას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, ქალაქის საკრებულოს ფრაქცია '"ქართული ოცნების,,,  წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

,,პრემიერის ინიციატივით დაგეგმილი  "მუსიკალური საღამოები",  დღეს რუსთავშია. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის ცხელი დღეებია,, მე დარწმუნებული ვარ, რომ რუსთაველებმა ძალიან კარგი საღამო გაატარეს. ღონისძიება გათვლილი იყო ყველა ასაკის ადამიანზე.  მე ვფიქრობ, რომ  ასეთი ღონისძიებით ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო გახალისდება და მადლობა ამისთვის პრემიერს", - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი დოხტურიშვილის განცხადებით,  ,,მუსიკალურ საღამოები" მხარის შვიდივე მუნიციპალიტეტში გაიმართა.

"საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ქვეყნის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდა ,,მუსიკალური საღამოები". ქვემო ქართლის რეგიონის შვიდივე მუნიციპალიტეტში გაიმართა ძალიან კარგი ღონისძიებები და დღეს დასკვნითი ღონისძიებები იყო რუსთავში, რომელმაც ძალიან კარგად ჩაიარა", - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა.
ახალგაზრდობის პარკში მოწყობილ სივრცეებში ბავშვებისთვის ანიმატორების და საპნის ბუშტების შოუ, თითების თეატრი გაიმართა, ჩატარდა ყვავილების გვირგვინების დამზადების მასტერკლასი. პარკში მისულ პატარებს ბამბის ნაყინითა და პოპკორნით გაუმასპინძლდნენ.

 20:00 საათზე კი საკონცერტო პროგრამა დაიწყო.  ,,მუსიკალურ საღამოში“ ნუკრი კაპანაძე, მაია ჯაბუა, მანანა თოდაძე, ნეკა სებისკვერაძე, გიორგი სუხიტაშვილი, ნათია პერანიძე, დათუნა სირბილაძე, ლიკა დოლიძე, ანსამბლი „ჰერიო", ანსამბლი „ქართული ხმები", ჯგუფი „ლაიქ ბენდი" და ნინო გულიაშვილი იღებდნენ მონაწილეობას. საღამოს ნანიკო ხაზარაძე უძღვებოდა.

.„მუსიკალური საღამოები“ მთელი ქვეყნის მასშტაბით 63 მუნიციპალიტეტში და დაბა ბაკურიანში ყოველ შაბათ-კვირას, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება.