ლოცვა რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ - 2 მაისს ნეტარი მატრონას ხსენების დღეა
1746165881
საქართველოს პარლამენტის წინ კვლავ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია - ხელახალი არჩევნები და პროტესტის დროს დაკავებულების გათავისუფლება. ცოტა ხნის წინ კი, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა, რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
საპროტესტო აქციის მონაწილეებს მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, პერიოდულად კი დემონსტრანტები საყვირებით ცდილობენ ხმაურის გამოწვევას. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი იმყოფება.