რუსთაველის გამზირზე მომიტინგეების წინააღმდეგ კვლავ წყლის ჭავლს იყენებენ

ჭავლი

რუსთაველის გამზირზე საპოლიციო ძალებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი კიდევ ერთხელ გაუშვეს.

საპროტესტო აქციის მონაწილეები სხვადასხვა საგნით ცდილობენ ხელოვნური ბარიკადების აღმართვას. მათ შორის, იყენებენ ნაგვის ურნებსაც, რომ პოლიციას გადაადგილების საშუალება არ მისცენ.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყეს.

ადგილზე ვითარება დაძაბული რჩება.