1789641528
რუსეთში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო
რუსეთში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო. რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებისთვის კენჭისყრა სამი დღის განმავლობააში, 18-დან 20 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
საპარლამენტო არჩევნებში სულ ათი პარტია მონაწილეობს. მათ შორის არიან „ერთიანი რუსეთი“, „რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია“, „პირდაპირი დემოკრატიის პარტია“ და „მწვანეები“.
რუსეთის პარლამენტში სულ 450 ადგილია. მათ ნახევარს პროპორციული წესით, დანარჩენებს კი ერთმანდატიანი ოლქებიდან აირჩევენ. პარლამენტში მოსახვედრად საჭიროა 5%-იანი ბარიერის გადალახვა.
პირველი საარჩევნო უბნები კამჩატკის მხარეში და ჩუკოტკაში გაიხსნა. ამასთან, რუსული მედიის ინფორმაციით, 30 აგვისტოდან ქვეყნის 37 რეგიონში ვადამდელი ხმის მიცემა მიმდინარეობს. 16 სექტემბრის მონაცემებით, 203 952 ამომრჩეველმა უკვე მისცა ხმა, მათ შორის 14 000-ზე მეტმა საზღვარგარეთ მყოფმა ამომრჩეველმა.











