„საერთო ბიზნესში წილი ვერ გაიყვეს...“ - რა დეტალები ხდება ცნობილი ბათუმში მომხდარ მკვლელობაზე
1733820770
რუსეთში გაქცევა არ დაგვჭირდა, ჩელიაბინსკში გაგვიღვიძეთ. ახლა ვართ ჩელიაბინსკში. ვერ ხვდებით რომ ჩელიაბინსკში ვართ? თბილისში გგონიათ თავი? ჩელიაბინსკში გავიღვიძეთ ყველამ. ოპერატორებს რატომ ეღიმებათ, ვერ ვხვდები. არ ვართ ჩელიაბინსკში? რა გაცინებთ?, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე კითხვას წინასაარჩევნოდ მამუკა ხაზარაძის განცხადებებზე იმის შესახებ, რომ არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერები მოსკოვში გაიქცევიან.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ რუსეთი საქართველოში კი არ იმარჯვებს, სამწუხაროდ, უკრაინაში მიიწევს წინ.
„რუსული“, „რუსული“, „რუსული“ - მე მგონი ამ სიტყვის ასეთი მოყვარული ხალხი, როგორიც „ნაცაგენტურაშია“, მსოფლიოში არ არსებობს. მსოფლიო რეკორდსმენები არიან სიტყვა „რუსულის“ ხსენებით. ამ ყველაფერს მეორე მხარეც აქვს - „რუსეთი საქართველოში იმარჯვებს“. რუსეთი საქართველოში კი არ იმარჯვებს, ძალიან სამწუხაროდ, უკრაინაში მიიწევს წინ. არ მინდა ხოლმე ამ თემას შევეხო, მაგრამ ასევე სამწუხაროდ, გამოდის უკრაინის პრეზიდენტი და საქართველოში გაიმარჯვა რუსეთმაო. არადა მასთან მიიწევს წინ. უბედურება სჭირს ცივილიზებულ სამყაროს ამ მიმართულებით. ოკუპანტი ქვეყანა მიიწევს წინ მის ქვეყანაში და საქართველოში იმარჯვებსო, აქეთ იძახის. ამ ადამიანებს რაღაც გონება ხომ აქვთ? ხომ ხედავთ ამ ყველაფერს?“, - აცხადებს მდინარაძე.