კიბეებზე ასვლა და იატაკის მოხეხვა ინფარქტის რისკს ამცირებს - კვლევა

იატაკის მოხეხვა

ავსტრალიელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა გულის შეტევისა და ინსულტის რისკის შესამცირებლად. მათი დაკვირვებით, მაღალი ინტენსივობის ფიზიკური აქტივობის ხანმოკლე ეპიზოდები ამცირებს ასეთი დაავადებების განვითარების რისკს. კვლევის შედეგები The Lancet Public Health-მა გამოაქვეყნა.

მეცნიერები, რომლებმაც შეისწავლეს 20 ათასზე მეტი ბრიტანელის მაჩვენებლები, მივიდნენ დასკვნამდე, რომ ნებისმიერი სახის აქტივობა სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. თუმცა ყველაზე ეფექტური ის არის, რომელიც მეტ ძალისხმევას და მოძრაობის ხანგრძლივობას მოითხოვს. მაგალითად, მეცნიერთა აზრით, ასეთი აქტივობა შეიძლება იყოს კიბეებზე ასვლა ან იატაკის რეცხვა.