„ერთადერთი გადარჩენილი...“ - მამაკაცი ამტკიცებს, რომ 2027 წელში გაიჭედა და სამყაროში მარტოა
1734813292
დღეს საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი NATO-ს შტაბ-ბინაში ალიანსის გენერალურ მდივანსა და NATO-ს წევრი სახელმწიფოების ელჩებს შეხვდება.
შეხვედრის მთავარ მიზნად NATO-რუსეთთან მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე, პოზიციების შესაჯერებლად კონსულტაციები სახელდება. ქვეყნის მთავარი დიპლომატის შეფასებით, არსებულ ვითარებაში ნატოელ პარტნიორებთან მუდმივი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია.
"ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდე სამომავლო გეგმების შესახებ, რა სამომავლო ნაბიჯები უნდა გადაიდგას როგორც NATO-ს მხრიდან, ისე ჩვენი მხრიდან. დღევანდელ შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამომავლო კოორდინაციისა და ერთობლივი საქმიანობის თვალსაზრისით.
შინაარსი საუბრებისა, რომლებიც მე მქონდა, მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ რუსეთის ფედერაციას ძალიან მკაფიოდ განუცხადეს ჩვენმა ნატოელმა პარტნიორებმა, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების არანაირი რევიზია არ იქნება," - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.