LIVE: დაიწყო ისტორიული შეხვედრა, რომელიც მთელი მსოფლიოს ინტერესშია
1755284991
ბუქარესტის ფორმულირება იმის თაობაზე, რომ "საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები", ინტენსიური ბრძოლით ჩვენ, პოლონელებმა და ლიეტუველებმა, ამერიკელების დახმარებით გამოვგლიჯეთ გერმანელებსა და ფრანგებს,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„სწორედ ამ ფორმულირების გაუქმებას ცდილობს ახლა რუსეთი. 2009-ში მე პუტინისგან 3 მეტრში ვიჯექი, როცა ამ გადაწყვეტილების ყველა ავტორს დაგვემუქრა. აბა გამოიცანით, "ყველაზე ჭკვიანებმა", რისთვის ვარ დატყვევებული ციხეში?
ა) 4 პიჯაკის ყიდვის გამო,
ბ) ამნისტიის გამო,
გ) ვენოკების და იუშჩენკოს აბანოში მომსახურების გამო,
დ) ბუქარესტის ფორმულირების გამო და იმის გამო, რომ 2008-ში ქვეყანა არ ჩავაბარეთ რუსეთს,“- წერს სააკაშვილი.