რუსეთს არ აქვს უფლება და არც სურვილი, რომ საქართველოს შიდა საქმეებში ჩაერიოს - პესკოვი

დიმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლს არ აქვს უფლება და არც სურს, რომ საქართველოს შიდა საქმეებში ჩაერიოს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

“რა თქმა უნდა, ჩვენ არავითარ შემთხვევაში უფლება არ გვაქვს, არ გვსურს და არც ვაპირებთ ჩავერიოთ საქართველოს შიდა საქმეებში. ჩვენ ეს არასდროს გაგვიკეთებია“, - განაცხადა პესკოვმა.