რუსეთმა სერიოზული გამოწვევის წინაშე დააყენა არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მთელი დასავლეთი, მათ შორის ნატოც - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, "ღამის კურიერის" ეთერში უკრაინის კრიზისზე საუბრისას განაცხადა, რომ ის, რასაც რუსეთი აკეთებს უკრაინასთან მიმართებით, აბსოლუტურად მიუღებელია:

"რაც მოხდა არის აბსოლუტურად მიუღებელი, უკრაინის ტერიტორიების აღიარება დამოუკიდბელ სუბიექტებად რუსეთის მიერ არის მიუღებელი და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. ვადევნებთ თვალს, გვაინტერესებს დასავლელი პარტნიორების რეაქცია. ფაქტია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ სერიოზული გამოწვევის წინაშე დააყენა არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მთელი დასავლეთი, მათ შორის ნატოც და ეს არის სერიოზული ტესტი დასავლელი პარტნიორებისთვის,"- აღნიშნა პრემიერმა.