ზურა ხაჩიძე მიმართვას ავრცელებს
1734978500
რიტორიკის ცვლილებას ჩვენ პოზიტიურად ვაფასებთ, თუმცა ამ ყველაფერს კონკრეტული ნაბიჯები უნდა მოჰყვეს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა.
ლევან მაჭავარიანის თქმით, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან მათი ჯარების გაყვანით უნდა გამოიხატოს.
"რიტორიკის ცვლილებას ჩვენ პოზიტიურად ვაფასებთ, თუმცა ამ ყველაფერს კონკრეტული ნაბიჯები უნდა მოჰყვეს. მაგალითად, ისეთი, როგორიცაა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან მათი ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით.
როდესაც ჩვენ ჰააგა და სტრასბურგი მოვიგეთ და მოვუხსენით ყველანაირი საფრთხე და რისკი ჩვენს გმირს სამხედროებს, რომ ომის დანაშაულის ჩადენა ან ადამიანის უფლებების დარღვევა დაბრალებოდათ, შემდეგ უკვე ჩვენ კონკრეტული და ვაჟკაცური ნაბიჯები გადავდგით. პირველი გზავნილები ჩვენი მხრიდან წავიდა - ეს არის ურთიერთშერიგებაზე, ურთიერთპატივისცემაზე და ურთიერთპატიებაზე დამყარებული ნაბიჯები. ჩვენ ამ ნაბიჯებს უკუპასუხები მოჰყვა. რა თქმა უნდა, ეს ტერიტორიები რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და შესაბამისად, რუსეთის გარეშე ამ ტერიტორიების დაბრუნება ცოტა წარმოუდგენელია," - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ "მოსკოვი მზად არის, აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთს და საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმაროს."