„ერთმანეთთან მეგობრობდნენ, არ ვიცი, ასე როგორ გაიმეტა...“ - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები
1755117708
რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს, გააუქმოს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები.
სასამართლოში საჩივრები პირველ ტურში დამარცხებულმა ორმა კანდიდატმა, კრისტიან ტერჰესმა და სებასტიან პოპესკუმ შეიტანა.
პოპესკუს თქმით, პირველ ტურში გამარჯვებულმა, კალინ ჯორჯესკუმ შეცდომაში შეიყვანა ამომრჩეველი და მიიღო მხარდაჭერა ქვეყნის გარედან თავისი კამპანიის გასაძლიერებლად.
გაურკვეველია, ემუქრება თუ არა თავად გამარჯვებულ ჯორჯესკუს რბოლიდან საერთოდ ჩამოშორება.
კალინ ჯორჯესკუმ არჩევნების პირველ ტურში ხმების 22 პროცენტი მიიღო. საარჩევნო კამპანიის დროს, ჯორჯესკუ აქტიურად იყენებდა სოციალურ ქსელებს, განსაკუთრებით „ტიკ-ტოკს“.