პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„აშშ-ის ელჩს რომ გაეცა მარტივი პასუხი ამ შეკითხვაზე - ეს არ მომხდარა ან მოხდა და ვგმობ, რა თქმა უნდა თემა ამოიწურებოდა, მაგრამ ეს ბუნდოვანება პრობლემას ძალაში ტოვებს იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში, ეს პრობლემა მოიხსნება სწორი ინფორმაციის სწორად გავრცელებით“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემა ,,იმედის LIVE’’ - ის ეთერში.
„აქ საქმე ეხება სასამართლოს დამოუკიდებლობას. აქედან გამომდინარე, თემას გვერდს მარტივად ვერ ავუვლით. როდესაც რამდენიმე მოსამართლე ასეთ ბრალდებას უყენებს საელჩოს კონკრეტულ თანამშრომელს, აქ არის ერთადერთი გამოსავალი: ინფორმაცია უნდა იყოს უარყოფილი და თუ მოხდა, მაშინ რეაგირებაა საჭირო. კიდევ ერთხელ გავმეორებ, არავის არა აქვს არც სურვილი და ნება, რომ რამენაირად თავს დაესხას ელჩს, საელჩოს. უბრალოდ იმისთვის, რომ საზოგადოების ინტერესი დაკმაყოფილდეს“, - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებით, ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ სასამართლოს შენობაში შეხვდა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი, რომელმაც უთხრა, ელჩს აინტერესებს რატომ გამოიყენა თავისუფლების აღკვეთის ზომა.