უკრაინაში ომის დასრულებისა სამშვიდობო შეთანხმებაზე მორიგ შეხვედრას, კიევის და ვაშინგტონის წარმომადგენლები ხვალ მაიამიში გამართავენ

ნჯ

ომის დასრულების საკითხზე კიევის და ვაშინგტონის წარმომადგენლები მორიგ შეხვედრას ხვალ მაიამიში გამართავენ.

უცნობია რა შედეგით დასრულდება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლისა და უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის შეხვედრა.

როგორც "ასოშიეითედ პრესი" წერს, საბოლოო გადაწყვეტილება ტრამპმა უნდა მიიღოს - გააძლიეროს ზეწოლა რუსეთზე თუ უკრაინა დათმობებზე დაითანხმოს.

მოსკოვში გამართულ მოლაპარაკებებს "საკმაოდ კარგი" უწოდა ამერიკის პრეზიდენტმა. ტრამპი ამბობს, რომ სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერის აზრით, პუტინს ომის დასრულება და სამშვიდობო შეთანხმების დადება სურს.

ვოლოდიმირ ზელენსკი კი კვლავ იმეორებს, რომ ღირსეული მშვიდობის დამყარება მხოლოდ უკრაინის ინტერესების გათვალისწინებით არის შესაძლებელი.