პროკურატურა რამდენიმე ფონდის საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
1742214738
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებენ. ლევან ხაბეიშვილის და თინა ბოკუჩავს შემდეგ, მწვავე განცხადება გუბაზ სანიკიძემ გააკეთა. ამ თემას აფასებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილიც და კოლექტიური ნაცმოძრაობაც, არიან მართულები უცხოეთიდან.
"როგორც ჩანს, გუბაზ სანიკიძე მიხვდა, რომ ზურაბიშვილის მზეც ჩაესვენა და კოლექტიური ნაცმოძრაობის მზეც ესვენება, ამიტომ, ახლა გადაწყვიტა იქით შეუტიოს. ზურაბიშვილი როდის იყო ძლიერი, ახლა რომ ამბობს სუსტიაო. როდის იყო ძლიერი, მაშინ იყო როცა ქვეყანას ღალატობდა და პრეზიდენტის ფუნქციებს იყენებდა მხოლოდ ქვეყნის საწინააღმდეგოდ, და ახლა მით უმეტეს არც ფუნქციები აქვს და დადის მხოლოდ იმისთვის, რომ თავის თავი გადაირჩინოს. გახსოვთ, როცა ვიყავით მომხრე, რომ ზურაბიშვილი ყოფილიყო კოლექტიური ნაცმოძრაობის მედროშე? ვუსურვეთ ზურაბიშვილი და მიიღეს ზურაბიშვილი ლიდერად. ახლა წუწუნი გვიანია. ზურაბიშვილი არც მანამდე არ უნდოდა კოლექტიურ ნაცმოძრაობას, მაგრამ არავინ შეეკითხა მათ. ზურაბიშვილიც და კოლექტიური ნაცმოძრაობაც არიან მართულები უცხოეთიდან. შესაბამისად, უცხოეთმა როგორც დაალაგა, გუბაზ სანიკიძეს არ შეეკითხებოდა და არც ხაბეიშვილს. შესაბამისად, როგორც დაალაგა, ასე დაალაგა. ვერც გამოიყენებდნენ ვერაფერში, კარგად იცოდნენ რა რესურსის მატარებელი იყო ზურაბიშვილი. მაგრამ ვიმეორებ, ეს იყო გლობალური ომის პარტიის გადაწყვეტილება", - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებენ. ლევან ხაბეიშვილის და თინა ბოკუჩავს შემდეგ, მწვავე განცხადება გუბაზ სანიკიძემ გააკეთა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის პოზიციები უკვე ძალიან სუსტია. გუშინ კი ხაბეიშვილმა თქვა, რომ არ აინტერესებს ზურაბიშვილის აზრი და ის აღარ არის პრეზიდენტი. ეს შეფასებები რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსთან, სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს მოჰყვა, სადაც ის ამბობს, რომ მისი მიზანი ოპოზიციის გაერთიანება არასოდეს ყოფილა და ამზადებს ძლიერ კოორდინაციას. ასე არ ფიქრობენ ნაციონალურ მოძრაობაში, სადაც ვერ მალავენ ბრაზს, ვერც იმის გამო, რომ ზურაბიშვილმა სააკაშვილი არ შეიწყალა.