როგორც არ უნდა ეცადონ უცხოელი კურატორებისთვის თავის მოწონება, ქვეყანაში არავითარი რესურსი არ არსებობს, რომ რაიმე ფორმით მოხდეს რადიკალური პოლიტიკური დაჯგუფებების ერთგვარი რეინკარნაცია - თორნიკე ჭეიშვილი

თორნიკე ჭეიშვილი

"ბლაჟევიჩის ინსტრუქციებით მართული ქართული ოპოზიციის რეინკარნაცია მაინც არ მოხდება" - აცხადებენ მმართველ გუნდში. მათი განმარტებით, ოპოზიციას ქვეყანაში რევოლუციური სცენარის განვითარების რესურსი არ გააჩნია და მათმა ინსტრუქტორებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ საქართველოში სხვა რეალობაა.

საკითხს აფასებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეც. თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, ოპოზიცია როგორც არ უნდა ეცადოს უცხოელი კურატორებისთვის თავის მოწონებას, მათ ქვეყანაში არავითარი რესურსი არ გააჩნიათ.

"როგორც არ უნდა ეცადონ უცხოელი კურატორებისთვის თავის მოწონება, ქვეყანაში არავითარი რესურსი არ არსებობს, რომ რაიმე ფორმით მოხდეს ამ რადიკალური პოლიტიკური დაჯგუფებების ერთგვარი რეინკარნაცია. მათმა უცხოელმა კურატორებმაც უნდა გააცნობიერონ, რომ საქართველოში არის იმისგან დიამეტრულად შეცვლილი სიტუაცია, ვიდრე თავად წარმოუდგენიათ", - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.