ტრაგედია იმერეთში - ბზიკებისგან დაკბენილი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა
1759918159
შიდა ქართლის ოთხივე ოლქში 201 უბანზე, არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდა. საოლქო კომისიებში არც ერთი საჩივარი არ შესულა. ამომრჩეველთა აქტივობა 40% იყო გორში. წინასწარი მონაცემებით, ქართული ოცნების კანდიდატი ლიდერობს. კონსტანტინე ბუზალაძემ ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მომდევნო 4 წელი კიდევ უფრო დიდი განვითარების პერიოდი იქნება გორის მუნიციპალიტეტისთვის.
მარნეულის მუნიციპალიტეტში 81-ვე საარჩევნო უბანი ინციდენტების გარეშე საღამოს 8 საათზე დაიხურა. საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცედურა შეუფერხებლად მიმდინარეობდა, რამდენიმე უბანზე პროცედურული სახის ხარვეზები დაფიქსირდა, ჯამში 5.
ექსცესების გარეშე ჩაიარა არჩევნებმა წალენჯიხა. არც ერთი საჩივარი დაწერილა. მუნიციპალიტეტში, საკუთარი არჩევანი 12 309 ამომრჩეველმა გააკეთა, რაც 44.75%-ია. პირველადი მონაცემებით, წალენჯიხაში ქართული ოცნების კანდიდატი გუბა საჯაია ლიდერობს ის დიდი უპირატესობით უსწრებს პარტია საქართველოსთვის კანდიდატს.
ბათუმში წინასწარი მონაცემებით, ქართული ოცნების კანდიდატი გიორგი ცინცაძე ლიდერობს. მან ხმების 80.55 პროცენტი მიიღო. პროპორციული სიით ბარიერი 4 საარჩევნო სუბიექტმა გადალახა: ქართული ოცნება - 76,8 % ლელო - 5.74 % გახარია - 7% გირჩი - 4.23 % კენჭისყრაში მონაწილეობა 59 885-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 38,03 პროცენტია.
კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში 256-ვე საარჩევნო უბანი კანონის შესაბამისად, 20:00 საათზე დაიხურა. კენჭისყრის დღეს საოლქო საარჩევნო კომისიებში არც ერთი დარღვევა და საჩივარი შესულა. მთელი დღის განმავლობაში არჩევნებმა შეფერხებებისა და ინციდენტების გარეშე ჩაიარა. ამომრჩეველთა აქტიურობა კი რეგიონის მასშტაბით საშუალოზე მაღალი დაფიქსირდა. კახეთის ყველა ოლქში ქართული ოცნების კანდიდატები ლიდერობენ.
ამომრჩეველთა აქტივობა მაღალი იყო ქუთაისში. 77 საარჩევნო უბანზე პროცესი მშვიდ ვითარებაში წარიმართა. საკუთარი არჩევანი 49 652-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა. ქუთაისში ქართული ოცნების კანდიდატი დავით ერემეიშვილი სრული უპირატესობით ლიდერობს.