"ტემპერატურა +34-მდეც აიწევს, თუმცა....“ - მაისის ამინდის პროგნოზი, საქართველოს მასშტაბით
1745843897
პროტესტი პრემიერ-მინისტრის გუშინდელ ბრიფინგს მოჰყვა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ საქართველო ევროკავშირში მოლაპარაკების გახსნას ამ ეტაპზე დღის წესრიგში აღარ დააყენებს და მზად არის დამოუკიდებლად შეასრულოს ვალდებულებები, რომლებიც ასოცირების შეთანხმებით აიღო.
ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მოქალაქეები, გუშინ საღამოს, “ქართული ოცნების“ ოფისთან შეიკრიბნენ.
მოგვიანებით, აქციის მონაწილეები პარლამენტის მიმართულებით დაიძრნენ. რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს არაერთხელ მიმართეს ოპოზიციის ლიდერებმა და მათ სახალხო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდეს