1745959161
ლელა კილაძე მეხუთე შვილის ფოტოს აქვეყნებს

ცოტა ხნის წინ, მუსიკოსი გიორგი ცაგარელი და ლელა კილაძე ვაჟის, ანდრეას მშობლები გახდნენ.
ანდრეა გიორგისთვის პირველი, ლელასთვის კი - მეხუთე შვილია. წყვილმა რამდენიმე თვის წინ მეგობრებს კადრები შვილის ნათლობიდანაც გაუზიარეს, თუმცა მაშინ ბავშვის სახის გასაჯაროებისგან თავი შეიკავეს. ამჯერად კი გიორგი შვილთან ერთად გადაღებულ კადრებს საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.