პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
კახა კალაძემ ევროპარლამენტის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუცია შეაფასა. „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის თქმით, ამ დოკუმენტს ჩალის ფასი აქვს, რადგან სიცრუეზეა დაფუძნებული და მას ვერ ექნება სერიოზული სახე.
„როდესაც სიცრუეზე, სიყალბეზე და კრიმინალების მფარველობაზე არის საუბარი, ამ რეზოლუციას, რა თქმა უნდა, ვერ ექნება სერიოზული სახე. 2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს დღესაც, იმისთვის რომ რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ჩვენი ქვეყანა იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია. ბევრი კონკრეტული პროექტი განვახორციელეთ, ბევრი წარმატება იყო, მიუხედავად სირთულისა. ჩვენ ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს მიღებას, მაგრამ ამ სტატუსის არ მინიჭებასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო მიღებული. ამას თავისი ახსნა აქვს, თუ რატომ გააკეთეს ეს - ეს გააკეთეს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ“, - განაცხადა კალაძემ.
ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო.