რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციაში, რომელშიც მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილზეა საუბარი

evroparlementi

ევროპარლამენტში მიიღეს რეზოლუცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ შედგა. რეზოლუციას მხარი 577-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გაათავისუფლოს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

დასავლელ პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ სააკაშვილის საქმე რეალურად ასახავს რამდენად ერთგული არის ოცნების გუნდი ევროატლანტიკური ღირებულებების მიმართ.

ტექსტში ღიად არის ნათქვამი რომ " მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მხრივ მუდმივი წარუმატებლობა კვლავაც აზიანებს საქართველოს რეპუტაციას და აფერხებს მის მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივას.

ევროპის საკანონმდებლო ორგანოს რეზოლუციის ადრესატი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტიც არის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც სააკაშვილი თავის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე ავრცელებს. 

გარდა ამისა, ევროპარლამენტის რეზოლუცია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.