ქუთაისის გზაზე, ავარიის დროს დაშავებული 21 წლის ბიჭი კლინიკაში გარდაიცვალა
1763643779
საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობა საპარლამენტო კომიტეტებში გრძელდება. საკითხი დღეს უკვე რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.
ერთ-ერთი ცვლილება უცხოეთში მყოფი პირების არჩევნებში მონაწილეობის წესს ეხება. ახალი რედაქციის მიხედვით, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება. მმართველი გუნდში საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებაზე, გარე ჩარევის შეზღუდვასა და ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაზე საუბრობენ.
"როდესაც მოქალაქის უფლებებზე ვსაუბრობთ, ეს უფლებები, პირველ რიგში, პოლიტიკური უფლებები, რეალიზებული უნდა იყოს თავის სამშობლოსა და ქვეყანაში და გარე პოლიტიკური, მათ შორის, ზეწოლის გარეშე. ძალიან დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ ბევრი ემიგრანტი დაუბრუნდება თავის სამშობლოს, რადგან აქ უკეთესი პირობები ექნება მათ შორის სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებით", - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.