როდესაც დიდი ბრიტანეთი საუბრობს გრანტების გამოყოფაზე, ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია, რომელიც ითხოვს ხელახალ არჩევნებს, ის არჩევნები უნდა ჩატარდეს - ლანა გალდავა

ლანა გალდავა

ამერიკული USAID-ის შემდეგ, ბრიტანეთის მთავრობის გრანტი - ოპოზიცია  გაერთიანებული სამეფოს მიერ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის 100 000 გირვანქა სტერლინგის გამოყოფის გადაწყვეტილებას მიესალმება.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის გამოცხადებული პროგრამის მიზანი, დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობაა.

მათივე მტკიცებით, პარტნიორების მიზანი არა მუნიციპალური არჩევნების, არამედ ახალი არჩევნების მხარდაჭერაა.

"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან სანიკიძის განცხადებით, ჩვენი დასავლელი პარტნიორების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა, ქვეყანაში საარჩევნო პროცესების ნორმალიზებაა.

"ნებისმიერი სახით საარჩევნო პროცესის ნორმალიზება არის ჩვენი დასავლელი პარტნიორების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა. უბრალოდ, აქ მთავარი შეკითხვა რაც მექნებოდა არის ის, რომ ამ ქვეყანაში არჩევნების ინსტიტუტი არის გაუქმებული", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

"ძლიერი საქართველოს" წევრის, ლანა გალდავას განცხადებით, როდესაც ბრიტანეთი საარჩევნო მიმართულებით გრანტების გამოყოფაზე საუბრობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციის მიერ მოთხოვნილი ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.

"მთელს მსოფლიოში ბრიტანეთი არის დემოკრატიის ფლაგმანი ქვეყნებიდან ერთ-ერთი, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად. როდესაც დიდი ბრიტანეთი საუბრობს გრანტების გამოყოფაზე საარჩევნო მიმართულებით, ეს ნიშნავს იმას, რომ ოპოზიცია, რომელიც ითხოვს ხელახალ არჩევნებს, ის არჩევნები აუცილებლად უნდა ჩატარდეს", - განაცხადა ლანა გალდავამ.