რობერტ ფიცოს განცხადებით, სლოვაკეთი ევროკავშირის არცერთ პროგრამაში არ მიიღებს მონაწილეობას, რომელიც უკრაინის სამხედრო დახმარებას აფინანსებს

ნკ

სლოვაკეთი ევროკავშირის არცერთ პროგრამაში არ მიიღებს მონაწილეობას, რომელიც უკრაინის სამხედრო დახმარებას აფინანსებს, - განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გაავრცელა.

რობერტ ფიცო ამბობს, რომ სლოვაკეთს ამგვარ ფინანსურ სქემებში ჩართვის უფლებას არ მისცემს.

სლოვაკეთის პრემიერმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ზომები ევროპას უფრო მეტად აზიანებს, ვიდრე რუსეთს.