დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შესაძლოა, ხუთშაბათს „ტიკტოკთან“ დაკავშირებით ჩინეთთან საბოლოო შეთანხმებას მოაწეროს ხელი

დონალდ ტრამპი

აშშ და ჩინეთი სავაჭრო შეთანხმებას მიაღწევენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ტრამპის თქმით, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში, მიმდინარე კვირაში სამხრეთ კორეაში ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდება.

„დიდ პატივს ვცემ პრეზიდენტ სი ძინპინს და, ვფიქრობ, შეთანხმებას მივაღწევთ“, – განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, ხუთშაბათს „ტიკტოკთან“ დაკავშირებით ჩინეთთან საბოლოო შეთანხმებას მოაწეროს ხელი.