დასახელდა საუკეთესო ზეთი, საკვების მოსამზადებლად - ექიმის რეკომენდაცია
1769793874
ქვეყანაში ჯანსაღი დებატების დამკვიდრება ხელს შეუწყობს სწორი დემოკრატიული პრინციპების განხორციელებას, სწორი ანალიზის გაკეთებას, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძე პრემიერის ინიციატივას საზოგადოებრივ ცხოვრებაში დებატების გახსნის და საჯარო დისკუსიის დაბრუნების შესახებ.
„ჩვენ გვაქვს პრაქტიკაში ძალიან ბევრი მაგალითი, როცა ძალიან ბევრი მედიასაშუალება ვერ ახორციელებდა ამ პროცესს და ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორი პოლიტიკური და დემოკრატიული დებატები მხოლოდ ობიექტურ მედიასივრცეში უნდა განხორციელდეს“, - აღნიშნა ბერაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა:
„მთავარია, შედგეს ჯანსაღი ფორმატის დებატები, ეს პირველ რიგში მედიის გადასაწყვეტია, რა ფორმით წარიმართება დისკუსიები საჯარო სივრცეში, ჩვენ მზად ვართ კონსულტაციებისთვის“.