რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა უსაფუძვლოა, ხელისუფლება ლეგიტიმურია და ამას არაერთი საერთაშორისო დამკვირვებელი ადასტურებს - გია ვოლსკი

გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, საქართველოში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან არჩევნები არ გაყალბებულა და საპირისპირო არავის დაუმტკიცებია.

„ყველა საერთაშორისო სტრუქტურამ აღიარა, რომ არჩევნები ცალკეული გადაცდომებით ჩატარდა და არჩევნების შედეგები ისეთია, რაც დღევანდელი ხელისუფლების სათავეში ყოფნას განაპირობებს. ამ საკითხზე თავისი მოსაზრება გამოთქვა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა და ყველა მხარეს მოუწოდა, ხელისუფლებასთან დიალოგი და მოლაპარაკება შეძლონ. ეს მოთხოვნა ხელისუფლების მიმართაც იყო. ხელისუფლება ლეგიტიმურია და ამას არაერთი საერთაშორისო დამკვირვებელი ადასტურებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.