რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ოჯახის დაცვა და ოჯახის ფასეულობების შენარჩუნება ყველა ჩვენგანისთვის ეროვნული მოვალეობაა

ერდოღანი

ოჯახის დაცვა და ოჯახის ფასეულობების შენარჩუნება ყველა ჩვენგანისთვის ეროვნული მოვალეობაა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის ხელისუფლება ოჯახის ინსტიტუტის გასაძლიერებლად განსაზღვრულ ნაბიჯებს გადადგამს, რომ დაიცვას ეროვნული სტრუქტურა დევიანტური მოძრაობების შეჭრისგან და ცდუნებისგან.

„ჩვენ განვახორციელებთ ახალ პრაქტიკას, რომელიც გააძლიერებს ოჯახის ინსტიტუტს, ახალგაზრდებს გაუადვილებს ოჯახების შექმნას და ოჯახისათვის საფრთხეების აღმოფხვრას“, – განაცხადა ერდოღანმა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ქვეყნის ხელისუფლება თურქეთს „სამშვიდობო დიპლომატიის“ ეპიცენტრად გარდაქმნის.