პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"რაც უფრო მეტად დასუსტდება „ნაციონალური მოძრაობა“, მით უკეთესი ქართული დემოკრატიისთვის", - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„აბსოლუტურად ყველა მიმართულებით წარუმატებლები არიან. ამის დასტურია სწორედ ბოლო არჩევნებიც. 31% აიღეს იმ ოლქში, სადაც წინა შემთხვევაში ყველაფერი მოგებული ჰქონდათ. ეს ყველაფერი მეტყველებს, რომ ამ პოლიტიკურ გაერთიანებას ძალიან მძიმე ტენდენცია აქვს.
რაც შეეხება პარტიის შიდა კონფლიქტებს, ეს არის ლოგიკური მაშინ, როდესაც ორგანიზაციაში რთული მდგომარეობა გაქვს. ეს ყველაფერი ბათუმშიც გამოჩნდა. მაგალითად, მელია ჩასული იყო ბათუმში და სასტუმროდანაც კი არ გამოსულა, ეს ყველაფერი საერთო სურათზე მეტყველებს. რაც უფრო მეტად დასუსტდება „ნაციონალური მოძრაობა“, მით უკეთესი ქართული დემოკრატიისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.
შუალედური არჩევნები საქართველოში 2 აპრილს გაიმართა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, რუსთავსა და ბათუმში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.