რაც შეეხება ევროინტეგრაციას, რომელიც არის ასევე კონსტიტუციური ამოცანა, აქაც გვაქვს სერიოზული სირთულეები, თვითონ ევროკავშირს აქვს პრობლემები, რაც ყველაფერზე აისახება, მათ შორის გაფართოების პოლიტიკაზეც - პრემიერი

ირაკლი კობახიძე

"რაც შეეხება ევროინტეგრაციას, რომელიც არის ასევე კონსტიტუციური ამოცანა, აქაც გვაქვს სერიოზული სირთულეები და მათ შორის, აქაც მსგავსი სირთულეა, რომ თვითონ ევროკავშირს აქვს პრობლემები, რაც ყველაფერზე აისახება, მათ შორის გაფართოების პოლიტიკაზეც", - ამის შესახებ "ღამის კურიერის" ეთერში პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირის მთავარი პრობლემა არის ის, რომ მას თავად ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სუვერენიტეტი აქვს დაკარგული.

"რაც შეეხება ევროინტეგრაციას, რომელიც არის ასევე კონსტიტუციური ამოცანა, აქაც გვაქვს სერიოზული სირთულეები. თვითონ ევროკავშირს აქვს პრობლემები, რაც ყველაფერზე აისახება, მათ შორის, გაფართოების პოლიტიკაზეც.

მთავარი პრობლემა ევროკავშირისთვის არის ის, რომ კონკრეტულად ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობასთან, ევროპულ ბიუროკრატიასთან სუვერენიტეტი აქვს მთლიანად დაკარგული. ასეთ პირობებში მათ უჭირთ საკუთარი, ევროკავშირის ობიექტური ინტერესების შესაბამისად მოქმედება და ეს ბევრ რამეშია გამოხატული და ამ ყველაფერზე საუბრობს ამერიკული უსაფრთხოების დოკუმენტიც, მათ შორის, რა პრობლემები არის იგივე დემოკრატიის, ადამიანის უფლებების მიმართულებით, სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება და ა.შ. ამაზე უკვე ღიად საუბრობენ ამერიკული ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით 3-4 წლის მანძილზე და რასაც ნათლავდნენ ზოგი პრორუსულ პოლიტიკად, ნარატივად და ა.შ. იმაზე საუბრობს დღეს ღიად ამერიკული ადმინისტრაცია და ეს არის სიმართლე, რომელზეც ადრე ჩვენ თამამად ვსაუბრობდით და საერთაშორისო დონეზე არ გვყავდა ამ კუთხით მაინც და მაინც აქტიური პარტნიორები. დღეს ზუსტად იგივეს ლაპარაკობს ახალი ამერიკული ადმინისტრაცია.

ასევე ეკონომიკური პრობლემები. მე ვსაუბრობდი ამ თემაზე, თუ როგორ შემცირდა მსოფლიო ეკონომიკაში ევროკავშირის წილი 30%-დან 2008 წელს 2024 წლისთვის 17.5%-მდე და იგივეს იმეორებს ახლა ამერიკული ადმინისტრაცია. ეს არის ის სიმართლე და ჭეშმარიტება, რაც დევს ხელის გულზე. უმძიმესი ტენდენციებია, რა თქმა უნდა ევროკავშირს ჰქონდა 70 წლიანი უწყვეტი მშვიდობა და ამის ხარჯზე დააგროვა კეთილდღეობა და ბუნებრივია ამას ინარჩუნებს დღემდე, მაგრამ ტენდენციები არის ძალიან შემაშფოთებელი და ამაზე გვაქვს ჩვენ საუბარი", - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.