რაც დრო გადის, ორი რამ მკაფიო ხდება, ქვეყანა რა უბედურებას გადაურჩა და დასავლეთში ზოგიერთს როგორი აგდებული დამოკიდებულება ჰქონდა საქართველოს მომავალზე - ლევან მახაშვილი

ლევან მახაშვილი

დრო რაც გადის, ორი რამ მკაფიო ხდება – ქვეყანა რა უბედურებას გადაურჩა და დასავლეთში ზოგიერთს როგორი ზერელე და აგდებული დამოკიდებულება ჰქონდა საქართველოს მომავალზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მახაშვილის თქმით, ახალი ინფორმაციების ფონზე ეს ორი რაღაც მკაფიოდ იკვეთება.

„ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანას დიდი უბედურება ააცილა და მეორე მხრივ, ის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება დავინახეთ, რაც დასავლეთის ზოგიერთ არაფორმალურ გავლენას ჰქონდა და აქვს საქართველოს მიმართ. მთელი ამ პერიოდიდან მთავარი გაკვეთილია ის, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და ხალხზე მეტად ამ ქვეყნის ბედი არავის აღელვებს. ამიტომ, ჩვენს თავს თავად უნდა მოვუაროთ და ქვეყნის მომავალზე ვიფიქროთ, რადგან ჩანს, საქართველოს მომავალს როგორ ზერელედ უყურებენ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.