რაც ჩვენ ორი წლის განმავლობაში, მიუხედავად უზარმაზარი წნეხისა, საქმით ვაკეთეთ, ახლა ოპოზიცია ამ მესიჯბოქს აჟღერებს - ლევან მაჭავარიანი

ლევან მაჭავარიანი

სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის შანსი არ აქვს, მომავალ პრეზიდენტს აირჩევს „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„ახლა რაც შეეხება ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკას რუსეთთან მიმართებაში - რაც ჩვენ ამ ორი წლის განმავლობაში, მიუხედავად უზარმაზარი წნეხისა, საქმით ვაკეთეთ, ახლა ოპოზიცია ამ მესიჯბოქს აჟღერებს. მათ იციან, რომ რა გზითაც „ქართულმა ოცნებამ“ იარა, ეს იყო ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური დაკვეთა და ჩვენ ეს დაკვეთა შევასრულეთ და ახლა, ოპოზიცია, ზუსტად იმ მესიჯბოქსით გადის მოსახლეობაში, რადგან იციან, რომ შეხვდებიან მოსახლეობას და მათგან ლანძღვას მოისმენენ თავიანთი გაკეთებული განცხადებების გამო“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

პარტია „ახლის“ ლიდერი ნიკა გვარამია საქართველო-რუსეთის სავაჭრო ურთიერთობას სრულიად განსხვავებულად აფასებს და აცხადებს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ვაჭრობით მიღებული სარგებელი ქართველი ხალხის დაკვეთაა.