„რაც არ უნდა დიდი ქვეყანა და პოლიტიკური მოთამაშე იყოს, არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები ფეხქვეშ გათელოს და სათავისოდ გამოიყენოს“ - კახა კალაძე

კახა კალაძე

„ერთი რამ მინდა ვუთხრა ჩემი ქვეყნის მოსახლეობას, სანამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არის ხელისუფლებაში, ყოველთვის, პირველ რიგში, იქნება ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხის ინტერესები დაცული,“ - ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა და მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

„არავის არ მივცემთ იმის საშუალებას, რაც არ უნდა დიდი ქვეყანა და პოლიტიკური მოთამაშე იყოს, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები გათელოს ფეხქვეშ და გამოიყენოს სათავისოდ. არ დავუშვებთ ამას. ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული პოზიცია, რომ, პირველ რიგში, არის ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სამშობლო,“ - აღნიშნა კახა კალაძემ.