თბილისში, კორპუსში ლიფტი ჩავარდა - არიან დაშავებულები

ლიფტი

გლდანში, საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი გაფუჭდა და ჩავარდა. 

ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელდა. 

როგორც „პრაიმტაიმმა“ გაარკვია, შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.