წვიმა, ქარის გაძლიერება დასავლეთ საქართველოში და შტორმი ზღვაზე - გაფრთხილება 21 სექტემბრის ამინდის შესახებ

cvima

21 სექტემბრის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი).

რაც შეეხება ტემპერატურას ქალაქების მიხედვით:

გაგრა +22 - უმეტესად მზიანი

სოხუმი +22 - უმეტესად ღრუბლიანი

ზუგდიდი +20 - წვიმა

მესტია +13 - უმეტესად ღრუბლიანი

ფოთი +21 - წვიმა

ბათუმი +21 - წვიმა

ოზურგეთი +20 - წვიმა

ქუთაისი +19 - წვიმა

ამბროლაური +17 - წვიმა

ახალციხე +16 - უმეტესად მზიანი

ბორჯომი +13 - წვიმა

ბაკურიანი +10 - უმეტესად ღრუბლიანი

გორი +19 - უმეტესად ღრუბლიანი

ცხინვალი +16 - უმეტესად ღრუბლიანი

სტეფანწმინდა +7 - წვიმა

გუდაური +7 - უმეტესად ღრუბლიანი

თელავი +19 - უმეტესად ღრუბლიანი

რუსთავი +24 - უმეტესად ღრუბლიანი

თბილისი +22 - უმეტესად ღრუბლიანი