1753907905
რატი იონათამიშვილი: საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ბანკი „ქართუ “სინამდვილეში არ არის კერძო პირების საკუთრება, ეს არის საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ საკუთრება და მოგება მთლიანად იხარჯება საქველმოქმედო საქმიანობაში

საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ბანკი ქართუ სინამდვილეში არ არის კერძო პირების საკუთრება, ეს არის საქველმოქმედო ფონდი ქართუს საკუთრება და მოგება მთლიანად იხარჯება საქველმოქმედო საქმიანობაში, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მცდელობა, რომ ეს საქმე იყოს პოლიტიზებული, მხოლოდ მათ „უბადრუკობას აჩვენებს“.
„რაც შეხება რადიკალურ ოპოზიციას და მათ პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებს, როგორც ჩანს, მათ ორგანულად სძულთ ქველმოქმედება და ჩვენ ეს არ გვიკვირს, ვინაიდან ეს ადამიანები ყოველთვის კრიმინალის, ცილისწამების მხარეს დგანან და ეს მავნებლური კამპანიაც ამის შედეგია. ამ საქმის პოლიტიზებას მათი მხრიდან კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ უბადრუკობას და იმას, რომ ეს ადამიანები ვერ იტანენ ვერაფერს კარგს, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება“, - აცხადებს იონათამიშვილი.
ბანკი „ქართუ“ „ტვ პირველს“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის.