უკრაინული მედია - დღეს დილით, რუსულმა ძალებმა კიევზე სარაკეტო დარტყმები განახორციელეს - გვყავს 52 დაშავებული, 30-მდე საავადმყოფოშია, მათ შორის 9 ბავშვი

ჯკ

 ღამით დრონებით თავდასხმის შემდეგ, დღეს დილით, რუსულმა ძალებმა კიევზე სარაკეტო დარტყმები განახორციელეს. როგორც უკრაინული მედია წერს, თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა და ათობით ადამიანი დაშავდა.

„ჩვენ გვყავს 52 დაშავებული, 30-მდე საავადმყოფოშია, მათ შორის 9 ბავშვია. სამწუხაროდ, ეს რიცხვი გაიზრდება. რუსი ტერორისტების მიზანმიმართული დარტყმის შედეგად კიევის ორი მცხოვრები დაიღუპა. სავარაუდოდ, დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება“, - განაცხადა კიევის გენერალური შტაბის უფროსმა ტიმურ ტკაჩენკომ.

მისივე თქმით, მხოლოდ კიევში გასული ღამის განმავლობაში რუსეთის თავდასხმები 27-ზე მეტი ადგილას მოხდა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.