„მილიარდერის ქალიშვილზე დაქორწინდა...“ - ვინ არის ბუბა ონიანის რჩეული
1759348539
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამენ, არჩევნებში მწარედ დამარცხდებიან, „ქართული ოცნება“ კი მეათე გამარჯვებას მოიპოვებს.
„4 ოქტომბერს ჩვენი მოსახლეობა დააფიქსირებს იმ არჩევანს, რომელიც მას აქვს და ეს არჩევანი იქნება საქართველოს და „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. ეს დღეს ერთი და იგივეა, ვინაიდან სწორედ აქ არის ჩვენი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინება, განვითარება, კეთილდღეობა, მშვიდობა და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება ჩვენი მოსახლეობისადმი. მეორე მხარეს ჩვენ ვხედავთ სრულად გაშიშვლებულ რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც განადგურების პირასაა. ესეც დამსახურებულია, ვინაიდან ამ ადამიანებმა აგენტურული საქმიანობისა და ქვეყნის მტრობის იქით არაფერი გააკეთეს. შესაბამისად, მათ არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ. აქაც კარგად გამოჩნდება, რომ ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ იმოქმედონ, საბოლოო ჯამში, ძალიან მწარედ დამარცხდებიან. მეათე არჩევნებში გამარჯვება გარდაუვალია ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.