„მილიარდერის ქალიშვილზე დაქორწინდა...“ - ვინ არის ბუბა ონიანის რჩეული
1759348539
იყო საუბარი, სალომე ზურაბიშვილი თავად გამხდარიყო თბილისის მერობის კანდიდატი, მაგრამ უარი თქვა, ახლა ნამდვილად არ აქვს უფლება, პასუხისმგებლობა სხვაზე გადაიტანოს, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
შარაშიძეს კითხვა დაუსვეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომ „პოლიტიკურ პარტიებს ურჩია, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღოთ, ისინი კი, ვინც ამ არჩევნებში კენჭს იყრის, მთავრობის მხრიდან ზეწოლის ფონზე იღებს მონაწილეობას“.
„არჩევნებამდე ორი დღით ადრე სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე რაიმე კომენტარის გაკეთების სურვილი არ მაქვს. არჩევნების შემდეგ იქნება დრო და ვისაუბრებთ. ახლა, ერთი შემიძლია, გავიხსენო, რომ ამის სურვილი თუ ჰქონდა ქალბატონ სალომეს, იყო საუბარი იმაზე, აეღო პასუხისმგებლობა და თავად გამხდარიყო თბილისის მერობის კანდიდატი, მაგრამ, სამწუხაროდ, ამაზე უარი თქვა. ბუნებრივია, ახლა მას ნამდვილად არ აქვს უფლება, რაიმე პასუხისმგებლობა სხვაზე გადაიტანოს. მოვუწოდებდი, საკუთარ პასუხისმგებლობაზეც ისაუბროს, მაგრამ ამაზე საუბარი ნაადრევია. კიდევ ვიმეორებ, ჩვენთვის მთავარია, დავიცვათ ხმები, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები მოგვცემენ და 4 ოქტომბერს ვიყოთ საარჩევნო უბნებზე, რათა ხელისუფლება ადგილობრივ დონეზე მშვიდობიანად შევცვალოთ. აუცილებელია, ჩვენს მოქალაქეებს საკრებულოებში ჰყავდეთ საკუთარი ღირსეული წარმომადგენელი, რომლებიც მათ უფლებებს დაიცავენ“, – განაცხადა შარაშიძემ.
კითხვაზე, რატომ თქვა უარი სალომე ზურაბიშვილმა მერობის კანდიდატობაზე, შარაშიძემ აღნიშნა:
„ვერ გეტყვით, არ მინდა, დეტალებში შევიდე. დღეს ადვილია გარედან დამკვირვებლის როლში კომენტარების კეთება და გაცილებით რთულია იმ ბრძოლაში მონაწილეობა, რასაც ჩვენი პოლიტიკური ძალის ბრძოლა ჰქვია „ოცნების“ ავტოკრატიული და მოძალადე რეჟიმის წინააღმდეგ არჩევნების გზით. ჩვენ ვხედავთ, რამდენად დიდია ზეწოლა, დაშინება და რეპრესიები და რამდენად არ სურდა „ოცნებას“, ამ არჩევნებში რეალური კონკურენტი ჰყოლოდა“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.