რატი იონათამიშვილი: ქვეყანაში უსაფრთხოების სამსახური წლიდან წლამდე ძლიერდება და ახალი ხელმძღვანელის პირობებში განვითარების ახალ ეტაპზე გადავა

რატი იონათამიშვილი

20 წელია, თამაზ ბორაშვილი ქვეყნის უსაფრთხოებას ემსახურება, ხელმძღვანელი პოზიციის დაკავება უფრო მეტი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ამას მისი გამოცდილება აბალანსებს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილი აცხადებს, რომ დარწმუნებულია, ბორაშვილი უსაფრთხოების სამსახურის წარმატებული ხელმძღვანელი იქნება.

„ოპოზიციას სხვის კრიტიკას ურჩევნია, საკუთარ რიგებს გადახედოს და თუ კრიტიკის უნარი აქვთ, ხელი ერთმანეთის კრიტიკას მიჰყონ. მათ ძალიან არ უნდათ, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება მაღალი სტანდარტით იყოს დაცული, მაგრამ ეს იმედები გაუცრუვდებათ. ქვეყანაში უსაფრთხოების სამსახური წლიდან წლამდე ძლიერდება და ახალი ხელმძღვანელის პირობებში განვითარების ახალ ეტაპზე გადავა, რადგან დაცული უსაფრთხოება პირდაპირ კავშირშია ამ ქვეყნის დაცულ ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოებასთან“,- განაცხადა იონათამიშვილმა.

პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა დაამტკიცა. ბორაშვილს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ კი ხმა მისცა არცერთს მიუცია.

ცნობისთვის, გეკა გელაძემ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა 14 სექტემბერს დატოვა.