რატი იონათამიშვილი - პოლიტიკაში არაადეკვატურობას სად მიჰყავს ავტორები, საზოგადოებამ კარგად იცის, ამ ყველაფრის შედეგებზე აღიარება მოუწევთ, რომ უსამართლოები იყვნენ

რატი იონათამიშვილი

ბალტიის ქვეყნების სანქციები პატარა ადამიანების გადაწყვეტილებაა, რომელსაც არც პოლიტიკური და არც ადამიანური განზომილებით ლოგიკურობა არ გააჩნია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

იონათამიშვილის თქმით,  როცა ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, ერთადერთ რაღაცას ააშკარავებენ, როგორ არიან აცდენილები საერთაშორისო პოლიტიკურ დღის წესრიგს და რამდენად არაადეკვატურები არიან.

„პოლიტიკაში არაადეკვატურობას სად მიჰყავს ავტორები, საზოგადოებამ კარგად იცის. მათ ამ ყველაფრის შედეგებზე აღიარება მოუწევთ, რომ უსამართლოები იყვნენ და მათი ეს გადაწყვეტილებები ისტორიაში დარჩება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ქართველ თანამდებობის პირებს, მათ შორის დეპუტატებს, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს და ასევე „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.