რატი იონათამიშვილი კონსტანტინე ჩახუნაშვილზე: ზუსტად ესაა კლასიკური ნაცის სახე, ამ შემთხვევაში საკმაოდ შეძლებული ნაცის, რომელიც საკუთარ მამას გირაოს ფულსაც არ უხდის და სხვას სთხოვს - ეს თავმოყვარე ქართველს თავში არასდროს მოუვა

რატი იონათამიშვილი

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში კონსტანტინე ჩახუნაშვილის პოსტს ეხმიანება, რომელიც მისი მამისთვის გირაოს თანხის შესაგროვებლად დახმარებას ითხოვს.

„აი, ზუსტად ესაა კლასიკური ნაცის სახე, ამ შემთხვევაში საკმაოდ შეძლებული ნაცის, რომელიც საკუთარ მამას გირაოს ფულსაც არ უხდის და სხვას სთხოვს.

ეს ხომ ჯანსაღ და თავმოყვარე ქართველს თავში არასდროს მოუვა…

მაგრამ, პრინციპში რა გვიკვირს, მამის უკანალში დამჭრელი გმირად გამოგვიცხადეს წინა შემთხვევაში“, - წერს რატი იონათამიშვილი.