რასა იუკნევიჩიენე: საქართველოს ბიძინიზაცია დამარცხდება - სანქციები აუცილებელია ივანიშვილისა და ყველა პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგ

რასა იუკნევიჩიენე

აქართველოში რეჟიმს ოპოზიციური პარტიების აკრძალვა სურს, მან აიძულა გერმანული პოლიტიკური ფონდები, დაეხურათ თავიანთი ოფისები თბილისში, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, რასა იუკნევიჩიენემ.

„რეჟიმი ციხეში სვამს მათ, ვინც დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის მუშაობს. ეს არ არის ძალა, ეს შიშია. ივანიშვილის რეჟიმმა რუსეთი აირჩია ქართველი ხალხის ნების უარყოფით. პუტინიზმი დამარცხდება. საქართველოს ბიძინიზაცია დამარცხდება. რუსეთი არავისთვის არ არის მომავალი. უკრაინა კვლავ დგას და იბრძვის. სომხეთმაც გააკეთა თავისი არჩევანი მოსკოვის მხრიდან ზეწოლის მიუხედავად. ასე რომ, იმედი დაკარგული არ არის. სწორედ ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ ახლა. სანქციები აუცილებელია ივანიშვილისა და ყველა პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგ. წევრმა სახელმწიფოებმა არ უნდა დაიცადონ. თავისუფლების სურვილი შიშზე ძლიერია. ჩვენ გვერდით უნდა დავუდგეთ ქართველ ხალხს“, - დასძინა მან.

✕