1791402536
ნიშნები, რომლებიც ინსულტამდე რამდენიმე კვირით ადრე ვლინდება
უეცარი სისუსტე ან დაბუჟება შეიძლება მიუთითებდეს მოსალოდნელ ინსულტზე, ეს ნიშნები რამდენიმე კვირით ადრე ვლინდება. ამის შესახებ ნევროლოგი ვლადიმერ მარტინოვი საუბრობს.
მისივე თქმით, ინსულტამდე რამდენიმე კვირით ადრე შეიძლება მხედველობაც გაუარესდეს. სხვა გამაფრთხილებელი ნიშნები შეიძლება იყოს ძლიერი თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, კოორდინაციისა და ცნობიერების დროებითი დაკარგვა.
ექიმები აღნიშნავენ, რომ ინსულტი, როგორც წესი, მოულოდნელად ხდება, მაგრამ ზემოაღნიშნული სიმპტომების გამოვლენა შეიძლება მიანიშნებდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების საჭიროებაზე.











